“ამან წნევა საერთოდ დამიგდო და სრული კატასტროფა მომივიდა, პანიკაში ჩავვარდი” – კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში “სტუმ­რად ნო­ეს­თან“ თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­იხ­სე­ნა ის, თუ რო­გორ გახ­და ცუ­დად რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ.

“სრუ­ლი შოკი იყო ჩემ­თვის. დი­ლით ექ­ვსი, შვი­დი სა­ა­თი იყო, შე­მაღ­ვი­ძა რა­ღაც თავ­ბრუს­ხვე­ვა­სა­ვით მქონ­და, წა­მოდ­გო­მა და­ვა­პი­რე, აი, სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა იყო. და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბი. ვი­ფიქ­რე, რომ მა­ღა­ლი წნე­ვა მქონ­და, დავ­ლიე ორი წნე­ვის წა­მა­ლი. წნე­ვის გა­ზომ­ვაც კი ვერ მო­ვას­წართ ისეთ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი.

თურ­მე ეს წნე­ვის ბრა­ლი სულ არ ყო­ფი­ლა, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ყუ­რი­დან. ყურ­ში ყვე­ლას გვაქვს ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი აპა­რა­ტი და მის­მა დარ­ღვე­ვამ გა­მოწ­ვია თავ­ბრუს­ხვე­ვა. წნე­ვის წამ­ლე­ბი რომ დავ­ლიე, ამან წნე­ვა სა­ერ­თოდ და­მიგ­დო და სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა მო­მი­ვი­და, პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი და ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი, უმ­ძი­მე­სი იყო ჩემ­თვის.

სას­წრა­ფომ გა­და­მიყ­ვა­ნა, რა­ღა­ცე­ბი გა­მი­კე­თეს, შემ­დეგ უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი, იქაც გა­მო­ვიკ­ვლიე. ნუ ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი აპა­რა­ტის პრობ­ლე­მა მქონ­და. ახლა ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ხან­და­ხან მაქვს ხოლ­მე თავ­ბრუს­ხვე­ვე­ბის შე­მო­ტე­ვა, მაგ­რამ უკვე ვიცი, რა არის და მზად ვარ და პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს“, – ამ­ბობს კახა კა­ლა­ძე.

ასევე იხილეთ