ქეთა თოფურიამ შვილს წყნეთში გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა (ფოტოები)

„ა სტუდიოს“ სოლისტი, ქეთა თოფურია თბილისში ჩამოვიდა, ამის შესახებ მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ.

ქეთა თოფურიამ შვილს, ოლივიას 6 წლის იუბილე საქართველოში გადაუხადა.

უკვე წლებია ქეთა დაბადების დღეს შვილს საქართველოში უხდის.

ქეთამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერს:

6 წლის წინ ეს გოგონა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, 6 წლის წინ მე გავხდი დედა, 6 წლის წინ მან ასე გამახარა! და მე მადლობელი ვარ, რომ შენ ამირჩიე.

იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი და იცოდე, რომ დედა ყოველთვის აქ არის! გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიცოცხლე!,“– წერს ქეთა თოფურია.

ქეთა თოფურია ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს ხოლმე და სხვადასხვა ადგილს სტუმრობს. მას ძალიან უყვარს კერძო სახლში დასვენება, რომელიც წყნეთში აქვს.

ინფორმაციისთვის, ქეთას პირველი ქორწინებიდან პატარა გოგონა – ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც ქეთასთან მოსკოვში იზრდება და პერიოდულად მამასაც ნახულობს. მეორე შვილი კი ლევ დენგოვისგან ჰყავს.

ასევე იხილეთ