“ქაჯია ეს ქალი!… ნადირაძის კლინიკური წარსულია საინტერესო…“

გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს,“ – უთხრა ნინო ნადირაძემ.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.

 რამდენიმე მათგანს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ“

„გიორგი ღოღობერიძე არის საოცარი ადამიანი, მეგობარი და ნამდვილი პროფესიონალი
მისი ყოველი სიტყვა არის გულწრფელი, ხოლო ყოველი სამედიცინო რჩევა კვლევებით დაზუსტებული.
ბოღმის დემონსტრირება გადაცემის წამყვანების მხრიდან ახალი ნამდვილად არაა და ერთადერთი რაც მათ გამოუვიდათ საკუთარი თავების დამცირებაა.
გიორგიი წარმატებებიიი“.

„ამ ლიცენზიით, ნიშნებით, ატესტატებითა და მსგავსი ქაღალდის ნაგლეჯებით რომ ისაზღვრება ამ ქვეყანაში ყველაფერი, ამიტომაც ვერ გაურჩევია ბევრ თქვენს “ლიცენზირებულ” ექიმს ვირუსი და ბაქტერია, ანტივირუსული მედიკამენტი და ანტიბიოტიკი ერთმანეთისგან და ა.შ“

„TV Imedi – ყოვლად ჩაშვებული ტელევიზია. რეიტინგს ხსნის ამ მიმართულებით.
ნინო ნადირაძის – კლინიკური წარსულია საინტერესო, განსაკუთრებით კლინიკური მენეჯმენტის რანგში
გიორგი ღოღობერიძე როგორც ჩემი კოლეგა იტყოდა, სანამ ამ თაობის და ამ განათლების ექიმები, როგორიც ოპონენტად გიზით, სრულიად არ გაქრება ორბიტიდან, მანამ ქართულ მედიცინას არ ეშველება.

პანდემიის დროს საჭირო ინფორმაციის გავრცელება იყო ჰუმანური და სოციალური აქტი და მეტი სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც განათლებას და ახალ თაობას ამ ფორმით ებრძვის“.

„ქაჯია ეს ქალი! მეტს ვერაფერს ვუწოდებ სამწუხაროდ გიორგი ღოღობერიძე წარმატებები შენ“

„ვაი…. ,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!” გიორგი ღოღობერიძე შენი ნიჭის და განათლების მქონე ბევრი ექიმი არ არის, ასე რომ ნუ გეწყინება გიორგი შენი კარგი ადამიანობა ვერ მოუთმენიათ….“

„ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები…
გიორგი ღოღობერიძე მე მჯერა გიორგი ექიმის ზღვა წარმატება...“- წერენ ღოღბერიძის პირად გვერდზე.

ასევე იხილეთ