“არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით…”

გადაცემა „პრაიმ შოუშს“ სტუმარი, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე იყო.

მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.

გიორგიმ საჯაროდ მადლობა გადაიხადა და მხარდამჭერებს მიმართა:

„არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა…

ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა…

ყველას, ყველას უკლებრივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…

პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე – მათთვის“,- წერს ღოღობერიძე.

ასევე იხილეთ