„დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა…”

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ქმარმა ცოლს, ვაქცინაციის გამო, კბილები ჩაულეწა.

,,თითქოს კი აღარაფერი მიკვირს, მაგრამ დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა. ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ მსხვერპლი ძალიან დაშინებულია. იმედია, გირაოთი არ გამოუშვებენ მოძალადეს, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს”-წერს პატარაია.

ასევე იხილეთ