ჭაში ჩავარდნილი ძაღლი და კატები 10 თვის შემდეგ გადაარჩინეს (ვიდეო)

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ძაღლი და ორი კატა გადაარჩინეს, რომლებმაც ჭაში 10 თვე გაატარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოველებს ადგილობრივი მცხოვრები აჭმევდა. შემდეგ საქმეში საქველმოქმედო ორგანიზაცია ACF Animal Rescue ჩაერთო, რომელმაც ცხოველების ჭიდან ამოყვანა გადაწყვიტა და სამაშველო ოპერაციის კადრები Youtube-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს, რომ ჭაში წყალი არ არის, ცხოველები კი ნაგვით მოფენილ ფსკერზე დარბიან.

სამივე ცხოველი ამწეს დახმარებით ამოიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ასევე იხილეთ