“ეს დედაჩემია… მედიცინა სწორედ დაავადებებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე”

სოციალურ ქსელში ექიმ გიორგი ღოღობერიძის ემოციური ჩანაწერი ვრცელდება დედაზე, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ:

აქ დედაჩემია,- სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი… მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება!

ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია?- ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა… წლების მერე ისევ მესიზმრება და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის! სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია…

მედიცინა სწორედ დამჭკნარი და დაავადებისგან შეჭმული დედის გამო ავირჩიე და გასვენების დღეს პირობა მივეცი, რომ რაც არ უნდა დამჯდომოდა, მისი სახელით უამრავ ადამიანს გადავარჩენდი… ამ გვერდის ვიდეოებით დატვირთვა სწორედ მის გამო გადავწყვიტე და იმედია, რომ მოგეხმარებათ… მეც, მართალია, ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება მქონდა და ჯერ ისევ მაქვს, მაგრამ არანაირი დანებება! ბოლომდე! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო და ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლოთ! უფრო ძლიერები და უფრო ჭკვიანები ვიყოთ! ისინი იმსახურებენ ამას!“– წერს ღოღობერიძე.

ასევე იხილეთ