ვინ გახდა გიორგი ანწუხელიძის სახელობის პირველი სტიპენდიატი?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“ესეც ასე:
ეს ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის პირველი სტიპენდიატი ქეთი ჩახუნაშვილია. ქეთი ბიბლიოთეკაში მამასთან, სამხედრო გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად გვესტუმრა. ის შესანიშნავი მოსწავლე და მომავალი ბიოლოგი გახლავთ. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია ქართველი სამხედროების შვილებს გადაეცემათ.
ქეთი გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ გაგვაცნო.
სპეციალური მადლობა მხარდაჭერისთვის ნათია ქარდავას.

#გურულიდღიურებისფონდი

ასევე იხილეთ