“თურმე 4 თვეა ვსვამ შიზოფრენიისთვის განკუთვნილ უმძიმეს წამალს”

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე იღებდა, პრეპარატების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს, რომ სპეციალისტის გარეშე წამალი არასდროს მიიღონ დამოუკიდებლად.

„თურმე 4 თვეა ვსვამ შიზოფრენიისთვის განკუთვნილ უმძიმეს წამალს. მეგონა რომ ძილს შევძლებდი, კი მაძინებდა მაგრამ ენერგიის გამოცლის ხარჯზე. ანუუ გიჟს აძლევენ აფექტის დროს, ხომ წარმოგიდგენიათ რას ვსვამდი თურმე. მე ხომ მხოლოდ დაძინება მინდოდა, გიჟი ისედაც ვარ. კონსილიუმი სჭირდება, ეგ რომ დანიშნონო ასე მითხრა ექიმმა, ჰოდა ბოლოს დაამატა, ჰალუცინაციები თუ ჯერ არ დაგწყებია გადარჩენილი ხარო. ისეე რამდენიმე დღის წინ კი მომესმა ბებიაჩემის ხმა. ხოდაა ვინც ჩემსავით უკულტუროები ხართ და არ დადიხართ ექიმთან, ჩემი შემთხვევა გაითვალისწინეთ, არასოდეს მიიღოთ წამალი, სანამ სპეციალისტი არ დაგინიშნავთ“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე იხილეთ