“საფრთხე დაემუქრა საქართელოში ყველა მოწმეს” – თამარ თორაძის სკანდალური მიმართვა

თამარ თორაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 24 მარტს შევიტანე საჩივარი საქართველოს პროკურატურაში, 1992 წლის 3 მარტს მომხდარი საზარელი მკველობის გამოძიების განახლების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 3 მარტს ვერელი საძმოს მიერ განხორცილდა ჩემი ოჯახის გენოციდი, რომლის დროსაც საშინელი სისასტიკით დახვრიტეს ჩემი მშობლები და სამი ძმა. ჩემი ორი ძმა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ჩემს თვალწინ დახვრიტა და საკონტროლო ტყვიები დაახალეს გიორგი (ჟორიკა)რურუამ და გიორგი რამიშვილმა (ზარალა). რამდენიმე დღის ერთ-ერთი მედია საშუალებით – ალტ-ინფო, ღიად ვამხილე ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს მიმართ განხორცილდა მუქარა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ვინაიდან მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი უწყებები, რის საფუძველზეც მათ უზრუნველყვეს ჩემი უსაფრთხოება.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მსგავსი საფრთხე დაემუქრა საქართელოში ყველა იმ მოწმეს, რომელებმაც გამოთქვეს მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამიტომ, მე მოგმართვთ თხოვნით თქვენ, როგორც სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ ჩემი მოწმეების უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე.

ასევე იხილეთ