დიდ ბრიტანეთში 11 წლის მოზარდმა იმშობიარა

11 წლის გოგონამ დიდ ბრიტანეთში ბავშვი გააჩინა. ოჯახს კი  მოზარდის ორსულობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.

ბავშვი 10 წლის იყო, როდესაც დაორსულდა და გასულ თვეს იმშობიარა. ამ დროინდელი მონაცემებით დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უცნობია თუ ვინაა ბავშვის მამა.

ეს უდიდესი შოკია, ახალგაზრდა დედას ახლა დახმარებას ექსპერტები უწევენ. ორივე მათგანი კარგადაა, მაგრამ უამრავი შეკითხვაა იმის შესახებ, თუ რატომ არავინ იცოდა ბავშვის ორსულობაზე,” – განაცხადა სანდო წყარომ The Sun-თან ინტერვიუში.

ამჟამად 11 წლის გოგონა დიდ ბრიტანეთში ყველაზე ახალგაზრდა დედაა.

ასევე იხილეთ