ნანუკა ჟორჟოლიანმა დაბადების დღე სეიშელის კუნძულზე აღნიშნა

ნანუკა ჟორჟოლიანი დაბადების დღეს ზღაპრულ გარემოში შეხვდა. სეიშელის კუნძულზე, სანაპიროზე გადაღებული ფოტოები ნანუკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამასთან, ტელეწამყვანმა მეგობრებსა და გულშემატკივრებს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებს წამალზე დიდი ძალა აქვს, ამიტომაც უღრმესი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც გუშინ გამომიგზავნეთ, იცოდეთ ყველას შევინახავ და უკან დაგიბრუნებთ”, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთის, ნანუკა ჟორჟოლიანი 42 წლის გახდა.

ასევე იხილეთ