სენაკი მუსიკალურ ღონისძიებას „სენაკი არტ ფესტივალს“ მასპინძლობს

სენაკი მუსიკალურ ღონისძიებას „სენაკი არტ ფესტივალს“ მასპინძლობს.

ღონისძიებამ სტარტი 25 ივნისს აიღო და 6 ივლისს გრანდიოზული ფინალი გაიმართება. ყოველწლიურად ფესტივალში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან დაახლოებით 3000 ნიჭიერი მოსწავლე იღებს მონაწილებას.

ფესტივალი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ღონისძიების დღის წესრიგი შეცვალა და უკვე ორი წელია უცხოელი სტუმრები ღონისძიებაზე ვეღარ ჩამოდიან.

ფესტივალს სხვადასხვა წლებში სტუმრობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო ქათამაძე, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ნატალია კაზიმიროვსკაია, მანუელა გლოკი და მრავალი სხვა, რომლებიც ახალგაზრდა თაობას მასტერკლასებს უტარებდნენ და ამასთანავე კონცერტებს მართავდნენ ფესტივალის ფარგლებში.

სენაკის არტ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერი სენაკის მუნიციპალიტეტია. ფესტივალის ლაურეატები  სწავლას სტოკჰოლმის, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის უმაღლეს და პრესტიჟულ სასწავლებლებში აგრძელებენ.

წლების მანძილზე ფესტივალმა ასობით სტიპენდიანტი გამოავლინა. ბევრი მათგანი დღეს უკვე წარმატებით მართავს კონცერტებს, მათი სახელები კარგადაა ცნობილი მუსიკალური საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს წარმოადგენენ.

ასევე იხილეთ