“უამრავი ადამიანი და მე ავცდით“

მომღერალი მიშო სულუხია წერს, რომ 10 წლის განმავლობაში ის და მისი რამდენიმე ახლობელი ადამიანი მსოფლმხედველობით ერთმანეთს ასცდნენ. ამავე პოსტში სულუხია წერს, რომ ერთ ადამიანს, მეორეს ცაში აფრენაც შეუძლია და მისი მიწაზე დამარცხებაც.

სწორედ ამ მოტივითა და ახლობელი ადამიანით იმედგაცრუებულმა სულუხიამ გადაწყვიტა, რომ მისი პირადი სივრცე გაფილტროს.

„10 წლის წინ შემთხვევით, თუ სიტუაციის შესაბამისად დაკომპლექტებულ მეგობრების სიას, ფეისბუკი ძალიან ნათლად წარმომიდგენს, და მაფიქრებს იმაზე, რომ უამრავი ადამიანი და მე ავცდით. და ეს აცდენა დრომ განაპირობა, ისევე როგორც ის ყოველთვის ყველაფერს განაპირობებს სამყაროში. პირველ რიგში ჩემთვის თვალში მოსახვედრია ადამიანები, რომლებიც ადგილიდან არ იძვრიან და თავადაც იმ ადგილისკენ გექაჩებიან სხვისი პროგრესის, როგორც საკუთარის აღქმის უუნარობის ფარგლებში. არა და, ჩემი ყველაზე მარტივი კრიტერიუმი და პირობა გარდა იმისა, რომ ადამიანს ლოგიკურად აზროვნება უნდა შეეძლოს, რადგან ლოგიკა მეფეა ცივილურ დამოკიდებულებებში, უბრალოდ არის ის, რომ თუ რაიმეს არ შემმატებს მისი არსებობით, ნურც ნურაფერს გამომაცლის და ნუ გამხდის მსხვერპლს მისი ნეგატიური ხასიათისა, რომლის დაძლევაც ვერ მოახერხა.

ერთსაც ვიტყოდი, ჩვენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნულიდან და არაფრიდან ვქმნით ყველაფერს, ადამიანებისგან ტექსტების მოსმენა საერთოდ არ გვჭირდება. გარკვეულ ეტაპზე იწყება პერიოდი როდესაც ჰაერში ქვეტექსტებსა და ძირითად სათქმელებს ხედავ და ის კი მაინც თავისას აწვება.

პირადად მე სანამ პირს აღებენ მანამდე ვიცი რისი თქმა სურთ, და ხშირად რაზედაც ჯერ არ უფიქრიათ ზუსტად იმაზე ვფიქრობ კონკრეტულ მომენტში. ამ ალგორითმის გარეშე არაფერი გამომივა არასდროს. ხოდა პირველმა ეტაპმა, სადაც ადამიანები ჩემს ირგვლივ ნებით და უნებლიეთ ჩნდებოდნენ, დიდი ეფექტი ვერ მოახდინა, ვფიქრობ მეტად გონივრულია თავად მივიღო გადაწყვეტილება ჩემს პირად სივრცეში მცხოვრები ადამიანების შესახებ.

PS: ჩემთანაც მოვიდა წმენდის დრო და ეს ტექსტი ამ პროცესს მოვაყოლე. ვერ ვხვდები შორიდან რა ტიპაჟს აღწერს მსგავსი შინაარსით მოსაუბრე ადამიანი, ანუ მე, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია ცაში გაფრინოს, და ადამიანსვე შეუძლია დაგცეს მიწაზე და ეს პროცესები იმდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, რომ თქმად ნამდვილად ღირდა …“

ასევე იხილეთ