რატომ იტირა პირდაპირ ეთერში ნატო მეტონიძემ?

ნატო მეტონიძე დღეს „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ესტუმრა და მისი აკომპანემენტით „ღამის სერენადა“ შეასრულა. 

სიმღერის დასრულების შემდეგ, მომღერალს, რომელიც დღეს იუბილარია, ჟურნალისტებმა ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და სიმღერის დასრულების შემდეგ ტორტი და ყვავილები მიართვეს.

მილოცვას მისი მეგობრებიც შეუერთდნენ, რომელთა შორის იყვნენ ქეთი გაბისიანი, დათო დოიაშვილი და ლიზა ბაგრატიონი.

ნატო მეტონიძე  49 წლის გახდა.

ასევე იხილეთ