“ხსნა თუ სიყვარულში და ერთიანობაშია, ნუ ჩავწიხლავთ ნურავის“

ბაია პატარაია “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მეგობრებო, ხსნა თუ სიყვარულში და ერთიანობაშია, ნუ ჩავწიხლავთ ნურავის, ნუ გავრიყავთ ნურავის, ნუ დავამცირებთ ნურავის – მითუმეტეს ქვიარ თემს, მაგათზე ერთგული და თავდადებული აქტივისტთა ჯგუფი მართლა არ მინახავს.

ამდენი წელია ყველა სამოქალაქო აქტივისტს ან პირადად ვეცნობი, ან შორიდან ვაკვირდები, რადგან მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მჯერა ამ ქვეყანაში.

და ყველაზე რთულ დროს და ყველაზე მწვავე თემებზე ქვიარები გვაჩვენებენ სოლიდარობის და თანადგომის საოცარ მაგალითებს საკუთარი თავგანწირვის ფასად. როდესმე ხომ უნდა დავინახოთ ეს? როდესმე ხომ უნდა დავაფასოთ ეს?
მე უკეთესი მომავლის მჯერა, სადაც ერთმანეთს დავინდობთ და გავუფრთხილდებით”, – წერს პატარაია ფეიაბუქზე.
ასევე იხილეთ