“ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!” – რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე

მამა პეტ­რე კოლ­ხი გუ­შინ “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა:

“სა­კა­მა­თოდ არ ვამ­ბობ, გული გა­მეხ­ლი­ჩა… გუ­შინ­დელ­მა დღემ კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნა, ეკ­ლე­სი­ის რა­ღაც ნა­წილ­მა ძა­ლა­დო­ბით და აგ­რე­სი­ით გა­და­წყვი­ტა ქრის­ტი­ა­ნო­ბის დაც­ვა… არც ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ და არც მტყუ­ან-მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბას… არ მინ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი წა­ვი­დეს და ფა­ნა­ტი­კო­სებ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის სული ბო­ლომ­დე და­ა­მა­ხინ­ჯონ… ჩვენ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით… ჩვენ უსა­ხე­ლოდ მი­ვი­ნავ­ლე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ნა­ქა­და­გებ ქრის­ტეს… ახლა ძა­ლი­ან მი­ჭირს… ჩემი მე­გო­ბა­რი ადგა და წა­ვი­და… არა, ცო­ცხა­ლია… უბ­რა­ლოდ, ადგა და წა­ვი­და… ცალი ფრთა მო­მა­ტყდა… ახლა ყო­ვე­ლი წუთი და უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­უ­ბა­რი მიტ­რი­ა­ლებს ტვინ­ში… დავ­ცი­ნო­დი, ბოდ­ვებს მო­ეშ­ვი, სად წამ­სვლე­ლი ხარ, მეთ­ქი… ბევრ რა­მეს ვერ გა­უძ­ლო… ვერც გა­უძ­ლებ­და… მისი ცოდ­ნის, გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის და რწმე­ნის სა­პი­რის­პი­რო რე­ლი­გია ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში… არ მინ­და ჯან­სა­ღი ნა­წი­ლი და­ი­კარ­გოს… ფა­ქი­ზი სუ­ლის ადა­მი­ნე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ ძა­ლა­დო­ბას, აგ­რე­სი­ას, მრის­ხა­ნე სა­ხე­ებს… ის არ და­ი­კარ­გე­ბა… მე კი მის გა­რე­შე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა… ალ­ბათ ვერც გა­ვუძ­ლებ!.. ცო­ცხა­ლი გვა­მი ვარ და სა­კუ­თარ თავ­ზეც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი!”

“ვინც ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლებს, ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბის და­სის­ხლი­ა­ნე­ბა ახა­რებს, ვინც აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბით სიწ­მინ­დეს იცავს, არის ღვთის მგმო­ბე­ლი… და კი­დევ, ვინც არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა, უპი­რო­ბოდ ვბლო­კავ…”

“რო­გორ მინ­და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა, ეროვ­ნუ­ლო­ბა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­პა­ტა­რა­ვე­ბულ სა­ზღვრებ­თა­ნაც და­ვიც­ვათ… აი, იქ, სა­დაც მავ­თულხლარ­თებ­შია გაბ­მუ­ლი და­ნა­კუ­წე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო… იქ არის ჩვე­ნი დიდ­გო­რი, შამ­ქო­რიც და ბა­სი­ა­ნიც…”

ასევე იხილეთ