“ რამდენიმე წლის წინ თვითონაც სოციალურად დაუცველი იყო და ეხლა „მაიბახით“ დადის”

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მეგობართან ერთად მოსალაპარაკებლად ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად მივიდა და წერს:

„ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით მოსალაპარაკებლად ერთ კომპანიასთან, რომელსაც რაღაც პროდუქტის მასიურად გარეკლამება უნდოდა.

კაფეში ვიყავით და მოსიარულე ხალხიც ჩანდა…. რაღაც სეგმენტებზე იყო ლაპარაკი, რომელჯგუფზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი… ჰოდა, უცებ გადიოდა მსგავსი ბრბო, რაც გუშინ, დაუბანელი, აგრესიული…

უცებ ვეკითხები და ამ ხალხს როგორ გავაგებინოთ მეთქი…

 

რაზეც უცებ მიპასუხეს: ეგ ხომ ხალხი არ არისო

ცოტა მეწყინა. როგორ, ადამიანი, როცა ესეთი განადგურებულია, კიდევ ხალხად არ აღვიქვათ.

დღემდე მეცოდებიან. მართლა ძალიან ცუდ დღეში არიან. ჩვენი საზოგადოების ზომბები არიან. ნამდვილი ზომბები. არც შეგნება, არც წიგნი, არაფერი არა აქვთ ნანახი გაჭირვების გარდა…

ძალიან სამწუხაროა და ასეთი ბნელი ადამიანებით მანიპულირება ბოროტებს და უნამუსოებს ადვილად შეუძლიათ.

ჰოდა, არ ვიცი, ეს ჩიხი სად მიგვიყვანს, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის გაპარტახებული და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან საეჭვოდ გამდიდრებულები მხოლოდ. ზოგიც ისეთია მაგ მდიდრებში, მართლა რამდენიმე წლის წინ თვითონაც სოციალურად დაუცველი რომ იყო და ეხლა „მაიბახით“ დადის. ეგ კიდე ცალკე უსაშიშესი სეგმენტია….“

ასევე იხილეთ