“ამ ქალმა იმნაირი შეკითხვები დაუსვა, თემო პაპა ოფლში აბანავა!”

თემო პაპა მიხვდა, ძაან სისულელეს რომ ეკითხებოდა ბუკას ქალი, სად ერეკლე, სად პაპამისის ყურებიანი ქუდის ,,პონტი” რომ იყო და… აჰა, ქე იწუწავა საკუთარ ოფლში, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამ ქალმა იმნაირი შეკითხვები დაუსვა, თემო პაპა ოფლში აბანავა!
😆
ისაო… თქვენ შეგიძლიათ, პოლიტიკაში დიდი ფულით მოხვიდეთ და რასაც ამომრჩევლებს დაპირდებით, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მართლა შეასრულოთო? ანუ, თქვენ შეგიძლიათ, ხალხს აჩვენოთ, რომ ფულიანი ადამიანები ყოველთვის არ იტყუებიანო?
😆
ეხლა მე აზრი დავალაგე, თორემ ამ ქალმა ძაან იბოდიალა… ცდილობდა, თემო პაპა ბიძინა ივანიშვილზე მაგარ კაცად გამოეყვანა.
გესმით? ჭყონიას უდარებს ივანიშვილს… იმ ჭყონიას გათანაბრებას ცდილობს ივანიშვილთან, ერთი ,,კაპეიკიც” რომ არ გაუღია საკაიკაცოდ… ყოველ შემთხვევაში, ბიძინასთან შედარებით, სრული არარაობაა!
🤓
თემო პაპა მიხვდა, ძაან სისულელეს რომ ეკითხებოდა ბუკას ქალი, სად ერეკლე, სად პაპამისის ყურებიანი ქუდის ,,პონტი” რომ იყო და… აჰა, ქე იწუწავა საკუთარ ოფლში.
ჰო, მაგრამ მე იმდენის დაპირება არ შემიძლია, რამდენსაც ივანიშვილი დაპირდაო, მაგდენის შნო არ მაქვსო. კიდე კარგი, თემო პაპამ მაგდენი მაინც იცის“, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ