“ვტოვებ თიკა ბალანჩინს და ჯგუფ ნიუ ვანს… მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ”

ნიუ ვანის გიტარისტმა ლევან შარაშიძემ ჯგუფთან მისი კონფლიქტის შესახებ ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ, საჯაროდ ვაცხადებ;
მე ვტოვებ ჯგუფ New One ს,
ვტოვებ თიკა ბალანჩინს და ჯგუფ ნიუ ვანს!
ამ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და ჩემი შეხედულებების დაფიქსირების გამო, ჩემმა ჯგუფის წევრებმა, “მეგობრებმა” უბრალოდ წამშალეს, დამბლოკეს ფეისბუქ გვერდზე, სანამ წამშლიდნენ “მცდელობა” რომ გაველანძღე არ დაუკლიათ!
ვერ გაუძლეს ვაი “პროგრესული” საზოგადოებრივი აზრის წნეხს, რადგან კომპლექსები რას არ ჩაგადენინებს კაცს!
1. მათი აზრით, მე ვარ ბნელი იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ.
2. მათი აზრით მე ვარ მოძალადე და აგრესიული, იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ, ვეწინააღმდეგები “ძალით” ისეთი იდეოლოგიის თავზე მოხვევას რაც ამ ქვეყნის უმრავლესობას არ გვინდა.
3. მათი აზრით ჩემისთანა კარგ მუსიკოსს არ შეიძლება სხვა პოზიცია ქონდეს და ა.შ. ნაცნობი კლიშეები!
მადლობა ყველას, კარგი დღეები ბევრი გვაქვს გასახსენებელი, კარგი კონცერტები, კარგი სცენა, კარგ მუსიკას ვუკრავდით ერთად, ორგანულს, ნამდვილ ემოციას მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს როგორც “ცხოვრებაში” ისე მუსიკაშიც, ცარიელ ადგილას “ჩვენ რომ პაუზას ვეძახით”
ხშირად უკეთესი მუსიკა იკვრება და არაა საჭირო მისი შევსება!
მე კიდე ამევსო ძალიან !!!
სადაც თქვენ, “განვითარების” ისეთ დონეს მიაღწიეთ რომ შენი ჯგუფის წევრი, “სიბნელეში” დაგრჩათ, იგი თქვენთან ვეღარ გაჩერდება!
პ.ს.
ასეთი ერთობა, აღარ მინდა! დიდი მადლობა და წარმატებები ყველას თქვენი ცხოვრების გზაზე.”

ასევე იხილეთ