“კრუასანი დაიბადა და ცისარტყელაც გამოისახა“

ტელესახე და მოდელი მარიტა ჯანაშია დღეს დედა გახდა. ამის შესახებ საზოგადოებას თემო საჯაიამ ამცნო და სოციალურ ქსელში ტექსტი გამოაქვეყნა: „დაიბადა ბექარ საჯაია. კრუასანი გამოცხვა”.

მოგვიანებით კი ისევ დაწერა: „სინამდვილეში, კრუასანი რომ დაიბადა, მაგიტომ გამოისახა ცისარტყელა!“

 

წყვილმა უამრავი მილოცვა და დადებითი სურვილი მიიღო, რაც მარიტა ჯანაშიამ პირად „ინსტაგრამ სთორიში“ ატვირთა.

მათი სიყვარულის ისტორია საკმაოდ უცნაური და ძალიან რომანტიკულია. მომღერალმა მოდელს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა, რაც ყველასთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

ასევე იხილეთ