“ვინც გუშინწინ მანქანიდან ჩემი ტელევიზიის ვიდეოკამერა მომპარეთ…”

ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

ბიჭო!!! (ან გოგო, რავიცი) – ვინც გუშინწინ მანქანიდან ჩემი ტელევიზიის ვიდეოკამერა მომპარეთ და შენი საქმე ოსტატურად და პროფესიონალურად შეასრულე…

გასაგებია, რომ გიჭირს, კაი ცხოვრებისგან არ გამხდარხარ ქურდი და ყაჩაღი, ეგ პროფესია აირჩიე და კიდეც ხვეწ მუშაობას და პროფესიონალი ხდები…. მაგრამ, მეც ჩემი პროფესია მაქვს ძმაო და არ ვარგა უკამერობა ჩემთვის (თუ დაია)…

დამირეკე 599 57 66 22 – ზე, შევხვდეთ, გადავიკვეთოთ „ტიომნად“ თუნდაც… თუ კამერას შენი „ქურდული პრინციპების“ გამო ვერ დამიბრუნებ… რა მასალაც ზედ ნახე… გადამიწერე ფლეშკაზე და ის მაინც მომაწოდე რამენაირად, რადგან ძმაო…

ერთადერთი (!) იყო ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ ვინც დღეს ქობულეთში ჩატარებული დიდი, ლამაზი საბავშვო ფესტივალი გადაიღო, ინტერვიუები ჩაწერა, იმედიანად ესაუბრა ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს…. ჰოდა, არ მინდა ამ ხალხს იმედები გავუცრუო და კამერას თუ არა, ზედ რაც დაგხვდა იმ მასალას თუ გადამიწერთქო ფლეშკაზე და მომაწვდი… კიდე მე გიკისრებ მაღარიჩს.

რაც შეეხება პოლიციას, გამომძიებლებს, წარმოებაში მიღებულ საქმეს – ეს, წესია ძმაო ჩვენი – ანუ პატიოსანი ხალხის ცხოვრებისა და ჩვენ ეს გზა გვაქვს არჩეული, ამიტომ ნუ აიბრუზავ ცხვირს და იქნებ მადლი ქნა და მომაწოდო გადაღებული მასალა…

ჩემი პასუხისმგებლობა და ის ასობით ბავშვია ძმაო ცოდო, რომელიც თავის თავს ელოდება ჩვენს ტელერეპორტაჟში, თორემ… ჩემი კამერის მოპარვით ვერც „ვარსკვლავებს“ და ვერც მე ვერაფერს დამაკლებ რადგან საქმეს – მაინც გავაგრძელებ!!!

მოკლედ, ქენი სიკეთე და ფლეშკაზე გადაღებული რაც დაგხვდა მაგ კამერაზე – მომაწოდე“ – წერს ბესო ჩუბინიძე.

ასევე იხილეთ