“ევროკავშირის დროშას რო წვავ, მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა…”

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ამ მოძალადეების ყურებით და მათი ფბ კომენტარების გადახედვის მერე რა გამახსენდა, რუსეთს და თურქეთს რომ დაეძაბა ურთიერთობა და რუსები დარბოდნენ თურქულ პროდუქტებს და დროშებს წვავდნენ, ამათი არაფერი გვინდაო.

მაშინ ვფიქრობდი, ეგ ჯინსებიც გაიხადეთ და დაწვით მაშინ. თუ თურქული არაფერი გინდათ.

ხო და ფბ პოსტებს როცა ვკითხულობ, “ამათ რა გონიათ, ევროპის შუაგულში ვართ? არა ბატონო, ჩვენ კავკასიის შუა გულში ვართ!” .

ევროკავშირის დროშას რო წვავ და ლიბერალური არაფერი მინდაო ამბობ. მაშინ არც ლორეალის პომადა უნდა წაისვა, არც H&M ჩაიცვა, არც მაკბუკი ან მაიკროსოფტი გამოიყენო (ამ და ათასობით სხვა დასავლურ კომპანიას აქვთ ჰომოფობიის წინააღმდეგ მკაცრი წესები) და სამკურნალოდ ” სწორი ტრადიციების” მქონე რუსეთში იარო და არა გარყვნილ ევროპაში”- წერს ვერა ქობალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ასევე იხილეთ