ველური ბუნების სააგენტოს ორნიტოფერმაში კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის წიწილები გამოიჩეკა

ველური ბუნების სააგენტოს ორნიტოფერმაში ადგილობრივი სახეობის ფრინველების, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის წიწილები გამოიჩეკა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი გარეული სახეობის ფრინველების, კაკაბის, კოლხური ხოხბის, პორფირიონისა და გნოლის გამრვლებასა და ბუნებაში მათი პოპულაციების აღდგენაზე.

სააგენტოს გეგმაა კოლხური ხოხბის, კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდა შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად.

ველური ბუნების სააგენტოში, 2016 წლიდან, ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

ასევე იხილეთ