სახლი, რომელიც ტუალეტის გარეშეა, 2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ახალ ზელანდიაში გასარემონტებელი სახლი ტუალეტის და აბაზანის გარეშე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 1920-იან წლებში აშენებული ბუნგალო ოკლენდში აუქციონზე გაიყიდა, მისი საწყისი ფასი კი $1,75 მილიონი იყო. ქალაქის მმართველ ორგანოში აცხადებენ, რომ სახლის გასარემონტებლად ახალ მფლობელს 200 ათასი დოლარის დახარჯვა მოუწევს.

Barfoot and Thompson-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც სახლი გაყიდა, აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის უძრავი ქონება ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.

„ადრე სახლების ტრადიციული მყიდველები ისეთ უძრავ ქონებას იძენდნენ, რომელშიც სწრაფად შეეძლოთ შესახლება, ახლა კი ეს ხალხი ისეთ სახლებს ანიჭებს უპირატესობა, რომელსაც თავისი გემოვნებით გადააკეთებს. ასეთი მყიდველების რიცხვი გაიზარდა“, – აღნიშნა მან.

ახალ ზელანდიაში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარია. უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში სახლი საშუალო ფასი რეკორდულ $943 ათასს აღწევს. შარშანდელ ციფრებთან შედარებით ეს 22%-იანი ზრდაა.

ასევე იხილეთ