“ქალბატონო ეკუნა!“ თუ დამიჯერებთ იმაზე უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით“

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ტელეწამყვან ეკა კვესიტაძეს პროფესიულ რჩევას აძლევს და სთხოვს მიმართვის ფორმა ბატონთან კნინობითი სახელი არ გამოიყენოს.

ქალბატონო ეკა! {ეს გეხებათ არამხოლოდ თქვენ!} როდესაც რესპონდენტს „თქვენობით“ ესაუბრებით და „ბატონოთი“ მიმართავთ {ვთქვათ, ეს კაცი არის ექიმი ვახტანგ კალოიანი}, მაშინ უნდა მიმართოთ ასე : „ბატონო ვახტანგ!“ და არავითარ შემთხვევაში – „ბატონო ვახო!“; თუ ის თქვენთვის უბრალოდ და შინაურულად „ვახოა“, მაშინ სიტყვა „ბატონოს“ ნუ „შეაწუხებთ“.

„თუ დამიჯერებთ თქვენცა და თქვენი სხვა კოლეგებიც, მეც მადლობელი დაგრჩებით და თქვენც უკეთესი წამყვანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით {უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს, წარმოიდგინეთ, მოგმართონ ასე: „ქალბატონო ეკუნა!“.

ასევე იხილეთ