მოსიყვარულე მამა – როგორ აძინებს ანდრია გველესიანი პატარა ალექსანდრეს

ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი 26 მაისს შეეძინათ. ბიჭს ალექსანდრე დაარქვეს.

მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

წყვილმა, რამდენიმე კვირის წინ შვილი მონათლა.

ამჯერად მაიკო ვაწაძემ მეუღლისა და შვილის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უმღერის და აძინებს ანდრია გველესიანი ალექსანდრეს. როგორც ჩანს, ანდრია ბავშვის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და მამის როლს შესანიშნავად ასრულებს.

 

ასევე იხილეთ