ილონ მასკი მარიხუანას რეალიზაციას ითხოვს

მარიხუანის რეალიზაცია თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს. ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამაარსებელი და Tesla-ს გენერალური დირექტორი Twitter-ის გვერდზე წერს.

ილონ მასკის განცხადებით, განსაკუთრებით პანდემიური ცხოვრების დღის წესრიგში მარიხუანას მოხმარებისა და რეალიზაციისთვის ადამიანების დაჭერა უსამართლობაა.

“სფეის იქსის” დამაარსებელი კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელია, რომელიც ღიად მოითხოვს აშშ-ის ხელისუფლებისგან, მარიხუანას ბიზნესის ლეგალიზაციას.

მანამდე გამოცემა The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ამერიკის ზოგიერთ შტატში მარიხუანის მწარმოებელი კომპანიები გაიხსნა, რომლებმაც ადგილზე მიტანის სერვისი აამუშავეს.

ასევე იხილეთ