“მალე შევხვდებით! გილოცავ მამი შენ დღეს“

2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

დღეს მისი დაბადების დღეა. მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იუბილეს ულოცავს…

„გილოცავ მამი შენ დღეს, იმიერ საქართველოში.

არ მოიწყინო! მალე შევხვდებით!“- წერს ზაზა სარალიძე.

„იმიერ ცხოვრებაში შეხვედრა გარდუვალია, მთავარია ამიერ ცხოვრებაში იყო დიდხანს რომ დათუნას სახელმაც დიდხან იცოცხლოს, შენ უნდა იდგე ახლა მაგრად რომ მუდამ მოვლილი იყოს დათუნას საცხოვრებელი და ემჩნეოდეს რომ პატრონი ჰყავს… დათუნას აქეთ სჭირდები ძმაო… გაანათლოს დათუნას სული უფალმა…“

„ჩვენი ერის ტკივილი!უფალმა გაანათლოს მისი სული!“

„უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. შენ კი ასეთმა არაჩვეულებრივმა მამამ დიდხანს იცოცხე ცხოვრება ომია და იბრძოლე“

„პატარა ვაჟკაცი მიწას ამოაფარეს, რატომ რისთვის, როდესაც ის თავის სიცოცხლით მშობლებს უნდა ახარებდეს?“ – უწერენ კომენტარებში.

ასევე იხილეთ