“ეს უტიფარი წამოშხლართულია საკანონმდებლო ორგანოში”

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დეპუტატმა საპარლამენტო ორგანოში მოქცევის წესი და ნორმა არ იცის.
„ჯდომის პოზა “უნამუსო”. აი ამას და ასეთებს უნდა ამოარტყა წიხლი და მიაბრძანო იქ, საიდანაც მობრძანდა.
მხოლოდ აქციებით და ჩხავილით ჩაჯდა იქ, სადაც ზის და არც წესი იცის და არც ნორმა,“- წერს ჟურნალისტი და პარალელს ნიკა მაჭუტაძესა და საკუთარ მასწავლებელს შორის ავლებს.

„ჩემს მარიამ მასწავლებელს 20 წელი სოფლის ბავშვები ნავით გადაჰყავდა სკოლაში ზამთარ-ზაფხულ. თაობებს განათლება მისცა და ამას უხმაუროდ და უანგაროდ აკეთებდა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად და აი ეს უტიფარი წამოშხლართულია საკანონმდებლო ორგანოში. არ მჩვევია ასეთი პოსტები, მითუმეტეს პოლიტიკოსებზე არ ვკარგავ დროს, მაგრამ ამაზრზენი სანახავები არიან,“- წერს გოდერძი შარაშია.

ასევე იხილეთ