ვიღაცეები იძახიან რადგან ვირთხის წელია და თან ნაკიანი წელია, ამის ბრალიაო. მე ვაბრალებ იმას რომ ცუდად გავატარე ახალი წლის ღამე, ავად ვიყავით, არსად წავედით და მერე საერთოდ ვიჩხუბეთ მე და ბენმა, – ამის შესახებ ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არვიცი რამდენად ადევნებთ თვალყურს მსოფლიოში მომხდარ ამბებს.. არც მე მაინც და მაინც საგულდაგულოდ არ ვიცი.

მაგრამ!!!! ეს რა წელია ამისთანა????

ვიღაცეები იძახიან რადგან ვირთხის წელია და თან ნაკიანი წელია, ამის ბრალიაო. მე ვაბრალებ იმას რომ ცუდად გავატარე ახალი წლის ღამე, ავად ვიყავით, არსად წავედით და მერე საერთოდ ვიჩხუბეთ მე და ბენმა. ბენს რომ გავუზიარე ეს თეორია “ჩვენ გამო თუ დატრიალდა ამხელა ამბები, ჯობს არსად ვთქვათ ეს ამბავი”- ო (ხუმრობა) გვერდზე იყოს და ცოტა მეშინია სავით რას მოგვიტანს კიდევ ეს წელი.

ესეიგი დასაწყისში კინაღამ ომი დაატრიალეს, მერე პანდემია(რომელიც კვლავ გრძელდება), ახლა ამერიკაში ისეთი არეულობაა, რომ ჩვენც კი არ გვენახოს. იძახიან სექტემბერში მეორე ტალღაო.. და ხომ მშვიდობაა???

როგორ გავაუქმოთ ეს წელიწადი?!

აააა და ისინიც რომ გააფრინეს, პირველი ტურისტები კოსმოსში, ეგრევე ფილმი 2012 გამახსენდა, მდიდრებს რომ თავიანთი კიდობანები აქვთ და გადარჩებიან:)))))

ვიცი ძირითადად პოზიტიურ ჭორებს და ამბებს გიზიარებთ ხოლმე, არ იფიქროთ არც ეს არის ნეგატიური, მჯერა რომ ყველაფერი დალაგდება და მერე გავიხსენებთ..

ისე ყოველთვის არის ხალხი რომელიც ასეთ დროს პირიქით ბედნიერებას ნახულობს, რამდენია ვინც დაორსულდა, დაოჯახდა, სიყვარული იპოვა..

თუ გაქვთ კარგი ისტორიები 2020 დამიწერეთ.. სასაცილოდ სასოწარქვეთილებიც მოსულა,“- წერს კოშკელიშვილი.