“სხვის მოყოლილ მონაჭორს არ ვწერ, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი”

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულად დიდ მაჩვენებელს მოქალაქეების უპასუხისმგებლობით ხსნის. მისი თქმით, ადამიანების უმრავლესობა დაუდევრად იქცევა და ეს საკუთარი თვალით აქვს ნანახი.

ნიჟარაძე ადამიანებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„3666 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს!

ეს არის ჩვენი უპასუხისმგებლო საზოგადოების ნაწილის ბრალი. გვინდოდა ყოფილიყო ყველაფერი გახსნილი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ ელემენტარული პირბადის ტარება, მაღაზიებში ძალიან დიდ ნაწილს არ უკეთია პირბადე თბილისში და რეგიონებზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, საერთოდ არ უკეთიათ პირბადე. სხვის მოყოლილ მონაჭორს არ ვწერ, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის უპასუხისმგებლო ხალხის ბრალი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს არის ფეხებზე დაკიდება ადამიანების, რომლებიც ვიცავთ ამდენი ხნის განმავლობაში წესებს და ვუფრთხილდებით ერთმანეთს.
აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, საავადმყოფოებში აღარ არის ადგილები.

გაიკეთეთ პირბადეები, კიდევ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს ქვეყანა!

აიცერით ვისაც შეგიძლიათ და გჯერათ, რომ ვაქცინა გვიცავს. ვისაც არ სჯერა და არ უნდა აცრა, იმან კეთილი ინებოს და პირბადით იაროს ყველგან!“ – წერს ნიჟარაძე.

ასევე იხილეთ