„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა…“

მას შემდეგ, რაც მწერალ გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით რამდენიმე ქალმა სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება გააკეთა, სოციალურ ქსელებში ეს თემა ისევ აქტუალური გახდა.

ამ თემაზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოთქვამს აზრს და წერს:

„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა. სულ ესაა.

ანუ როცა ქალსაც მოსწონს კაცი და უნდა მასთან ურთიერთობა, პირველივე კითხვაზე, ან შეთავაზებაზე უნდა ამბობდეს კი-ს და არა “არა”-ს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ასე არასდროს ხდება და ამ გამოცდილებით კაცებსაც „არა“ ყოველთვის „არა“ არ ჰგონიათ.

აბა, რამდენს გითქვამთ სასურველი კაცისთვის „კი“ პირველივე შემოთავაზებაზე?

ზოგადად ვწერ. კონკრეტულ ქეისს არ ვეხმაურები“.

ასევე იხილეთ