“მამაომ უთხრა, იმპლანტში აყენია ჩიპი…”

ექიმი თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ამბავს ყვება:

,,გუშინ ჩემმა კოლეგა და მეგობარმა გაგვიზიარა ასეთი ამბავი: კლინიკაში მივიდა ორი პაცინეტი, დედა-შვილი და მოითხოვეს სამი წლის წინ გაკეთებული და უკვე დატვირთული (ზემოდან რომ გვიგვინები აქვს) იმ იმპლანტების ამოღება. არანაირი პრობლემა იმპლანტებს არ ჰქონდა, ფუნქციურად და ესთეტიკურად სამუშაო იყო შესრულებული ძალიან კარგად.

რა თქმა უნდა, ექიმები უარზე იყვნენ და ბოლოს გაირკვა მიზეზ _ ჩიპი, მამაომ უთხრა, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან იმპლანტში აყენია ჩიპი.მათ თქვეს, ეს ადამიანი არის მათთვის საპატივცემლო და ენდობიან.
ხელწერილით და ამბებით იმპლანტები ამოიღეს ექიმებმა”.

კომენტარებში საგრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი წერს:,

,ერთხელ, ასე 5-6 წლის წინ ერთი პაციენტისთვის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა თბილისში… უკვე იწვა, რიგს ელოდებოდა. ზოგი ადრე გადის, ზოგი _ გვიან. მას გვიან უწევდა. ჰოდა, რიგი რომ მოვიდა, წასული დაგვხვდა. მე-6 პალატაში იწვა, მე-6 უნდა ყოფილიყო რიგით და 6 საათისთვის უწევდა ოპერაცია… სულ ამას ითვლიდა თურმე და გაიქცა”.

ასევე იხილეთ