“ისე ამოიოხრა, გული გამეგლიჯა… დავტოვე“

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მაცხოვრის ჯვარცმასთან, სანთლით ხელში მდგარი ბაბუის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას ემოციურ პოსტს ურთავს თან:

დღეს გამოგვაცილა შვილიშვილები სოფლიდან. ბოლოს მე დავრჩი და მეკითხება:

– შენც მიდიხარ ბაბუ?

– კი ბაბუ, ბევრი საქმე მაქვს და ჩამოვალ მალე-თქო და ეეეეჰ-ო ისე ამოიოხრა გული გამეგლიჯა.

დავტოვე. კონიაკი უყვარს ძალიან, ავუტანე თავისი მოწყობილობებით, მოვუწყვე ადგილი, რომ გემრიელად შეექცეს ვითომ თავი დავიმშვიდე, მაგრამ ვერანაირად ვერ დავმშვიდდი…

ვემუდარები რომ თბილისში წამოგვყვეს და ცოცხალი თავით არ მოდის, იქ უნდა სადაც შექმნა თავისი ცხოვრება და მონაგარი. გავუფრთხილდეთ მოხუცებს ჩვენც დაბვერდებით ! მიყვარხარ ბაბუა“.

ასევე იხილეთ