“მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა!”

„ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი“, – წერს ფეისბუკის გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა.

„ის, რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამაში დამნაშავე არ არის ყველა ქართველი! ამაში დამნაშავე არ არის და არც შეიძლება იყოს საქართველო! ნანუკა ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ „Sp-end your summer in Georgia მგონის ეს სლოგანი უფრო გვიხდება უკვე“. ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ „Spend your time in Georgia changed its name to Spend your Last Days in Georgia“. მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა! სამწუხაროდ ასეთი მძიმე შემთხვევები ყველგან ხდება მაგალითად: ბრიტანეთში 2018 წელს 754 ადამიანი მოკლეს მათ შორის 30 უცხოელი ტურისტი. შვედეთში 2018 წელს 108 ადამიანი მოკლეს მათ შორის 5 ტურისტი. გერმანიაში 2018 წელს 732 ადამიანი მოკლეს მათ შორის 4 ტირისტი. საფრანგეთში 2018 წელს 779 ადამიანი მოკლეს მათ შორის 15 ტურისტი. ჯერ არავის გვინახავს ამ მძიმე შემთხვევების გამო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსული ან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ჩართული მოქალაქეები, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე წერენ #შვედეთიკლავს, #გერმანიაკლავს,#საფრანგეთიკლავს! არ გვინახავს და და რა თქმა, უნდა ვერც ვნახავთ! რატომ? პასუხი მარტივია! ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ მძიმე ერთეულ შემთხვევებზე გამოძიების დასრულების შემდეგ რეაგირებს კანონი და პასუხისმგებლობის მთელ ქვეყანაზე დაკისრება უბრალოდ სისულელეა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ