“თავს საოცრად დალოცვილად ვგრძნობ, რადგან ისევ ორსულად ვარ”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კერი ჯონსონმა ორსულობის შესახებ Instagram-ზე დაწერა და ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ მუცელი მოეშალა.

„წლის დასაწყისში მუცელი მომეშალა, გულგატეხილი ვიყავი. თავს საოცრად დალოცვილად ვგრძნობ, რადგან ისევ ორსულად ვარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვნერვიულობ“, – წერს ჯონსონი.

ბავშვი სავარაუდოდ შობას დაიბადება.

ჯონსონების პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა.

ასევე იხილეთ