“ჩვენ საყვარლები ვართ და მე თორნიკე მიყვარს”

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში კომენდანტის როლს ასრულებს, რომელიც მაყურებელში საკმაოდ პოპულარულია.

რამდენიმე წლის წინ ის სერიალ ”ხელოვნურ სუნთქვაში” ექიმ ნინოს როლს ასრულებდა, სადაც მისი პარტნიორი თორნიკე გოგრიჭიანი იყო.

.ჟურნალ ”სარკესთან” ინტერვიუში მაშინ ის გულახდილად საუბრობდა, თუ როგორ მუშაობდა სხვადასხვა როლზე. მისი თქმით როლს “ქიმიის” გარეშე  ვერ შეასრულებ.

ნანა და თორნიკე სპექტაკლში ”ფსკერზე” ერთად თამაშობენ, სადაც საყვარლები არიან.

“თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ვთამაშობ სპექტაკლში “ფსკერზე”. ამ სპექტაკლში ჩვენ საყვარლები ვართ, მის მიმართ იმხელა ვნება მაქვს, იმდენად დიდი ქარტეხილები და ომებია ჩვენს გრძნობებში, რომ კულისებში ჩემი კოლეგებისთვის  ხშირად მითქვამს, კონკრეტულად ამ სპექტაკლის დროს მე ეს კაცი მიყვარს-მეთქი.

მასაც აქვს გრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში როლი ვერ შედგება. სპექტაკლის დროს მას არ ვუყურებ, როგორც თორნიკე გოგრიჭიანს… სპექტაკლი როგორც კი მთავრდება, ყველაფერი სრულდება. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და თორნიკეს რომანი გვაქვს, ან რეალურ ცხოვრებაში ვღალატობთ მეუღლეებს,” – ამბობს ”სარკესთან” ინტერვიუში ნანა ბუთხუზი.

ასევე იხილეთ