“ხმა მომესმა, ახლავე გადაეთრიე, თორემ პატრულში დავრეკავ, ხელი არ მახლო ჩემი ქმარი მოვა, წუთი წუთზეო“

სოციალური ქსელის მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს და სახალისო ისტორიის შესახებ წერს, რომელიც თავს გადახდა. 

როგორც ვკითხულობთ, ამბავი ავტომობილში მოხდა. ქალი შემთხვევით სხვის მანქანაში ჩაჯდა, რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

„წეღან მანქანაში ვჯდებოდი და ვიღაც ქალი იჯდა შიგნით, შემთხვევით შეშლია და წინა მანქანის მაგივრად მე დამიჯდა, სარკე ჰქონდა ჩამოწეული და თმას ისწორებდა. ჰოდა, რომ გავაღე კარი და დავჯექი, მიყურებს თვალებში და მეუბნება:

ახლავე გადაეთრიე თორემ პატრულში დავრეკავ, ხელი არ მახლო ჩემი ქმარი მოვა წუთი წუთზეო.

მეთქი შეგეშალათ ეს არ არის თქვენი მანქანათქო და ეს ქერა ქალი უცებ წითელი გახდა, კარი გააღო, გადასვლის დროს თავი აარტყა ზემოთ. ძლივს გადავიდა, ქუსლიანი ეცვა ის გადაუბრუნდა და როგორც იქნა მივიდა თავის მანქანამდე.

2 წუთში ისევ მოდის – საფულე დამრჩაო, ვეძებე იქ არსად იყო და ამ დროს ქმარი მოდის და ასეთი სიტუაცია ხვდება, მე და ეს ქალი უცნაურ პოზებში გამწარებულები ვეძებთ საფულეს, რა ხდება აქო, იკითხა და ეს ქალი ეუბნება, საფულე დამრჩა მანქანაშიო.

მანდ მივხვდი, რომ გაუგებრობა იწყებოდა და ამ კაცს ვუთხარი მანქანა შეეშალა და შეცდომით ჩემს მანქანაში დაჯდამეთქი. თავის ცოლს ახედა და მერამდენედ გემართება, შე შობელძაღლო, ასეთი რაღაცო და წავიდნენ მანქანისკენ.

ბოლოს ეს კაცი მომიბრუნდა და საფულე სახლში დარჩენია აღარ ეძებოო. ეს ყველაფერი მოხდა 5 წუთის ინტერვალში და იმ მომენტში სულაც არ იყო სასაცილო…“

ასევე იხილეთ