“გარდაცვლილთა შორის ჩემი ახლობელი, ახალგაზრდა კაციც იყო, რომელმაც “კეთილისმყოფელების რჩევით“ აცრა გადაიფიქრა“

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნავ­რუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და. 24 სა­ათ­ში ვირუს­მა 54 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

როგორც თამუნა კვარაცხელია წერს, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი მისი ახლობელი იყო

„კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილთა შო­რის ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცია, რო­მელ­მაც, თურ­მე, კე­თი­ლის­მყო­ფე­ლე­ბის „რჩე­ვით“ გა­და­ი­ფიქ­რა აცრა… ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ღრმა სი­ბე­რემ­დე უნდა ეცო­ცხლა და ბევ­რი კარ­გი საქ­მე ეკე­თე­ბი­ნა, სი­ბე­რე­ში კი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის მო­ე­ყო­ლა ახალ­გაზ­რდო­ბის გი­ჟუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი…

მან კი ბოლო დღე­ე­ბი კო­მა­ში გა­ა­ტა­რა, ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­შე… ჰოდა, თუ თა­ვად არ აპი­რებთ აც­რას (უკვე აღარც ვკი­თხუ­ლობ მი­ზეზს), სხვებს მა­ინც ნუ მო­უ­წო­დებთ აუც­რე­ლო­ბის­კენ და ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ცოდ­ვას… კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­ხე­ლი, ვი­ღა­ცის შვი­ლია, მა­მაა, დე­დაა, ქმა­რია, ცო­ლია, ბი­ძაშ­ვი­ლია, მე­გო­ბა­რია…

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არაა სტა­ტის­ტი­კა და ციფ­რე­ბი… ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია აქვს და ყვე­ლა ბედ­ნი­ერ და უშფოთველ ცხოვ­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და… ვართ მზად, ვი­ყოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯა­ლა­თე­ბი? მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ვე­თან­ხმე­ბით თუ არ ვე­თან­ხმე­ბით, გვე­ში­ნია თუ გვი­ხა­რია, – ვერ გა­ვექ­ცე­ვით ფაქტს, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის აცრა, პირ­ბა­დეს ტა­რე­ბა, ხე­ლის ჰი­გი­ე­ნის და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არის სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცია, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ამ სა­ვა­ლა­ლო სტა­ტის­ტი­კა­ში ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან” – წერს თა­მუ­ნა კვა­რა­ცხე­ლია.

ასევე იხილეთ