“ბოლო საუბრისას მითხრა, როგორ ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და “სინოფარმით” არ ავიცერიო”

სამი კვი­რის წინ თვა­ლის კლი­ნი­კა “ოფ­თალ­მე­დის” წამ­ყვა­ნი ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ლუ­ი­ზა ცო­მა­ია კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი აც­რი­ლი არ გახ­ლდათ, თუმ­ცა მის აუც­რე­ლო­ბას არა­ერ­თი მი­ზე­ზი ჰქონ­და, რის შე­სა­ხე­ბაც შვი­ლი, თა­მუ­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

თა­მუ­ნა ფიქ­რობს, რომ დე­დას რომ აცრა მო­ეს­წრო, გა­დარ­ჩე­ბო­და…

თა­მუ­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი:

“3 კოშ­მა­რუ­ლი კვი­რაა, ათა­სი სცე­ნა­რი მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში. რა იქ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში კო­ვი­დამ­დე და კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დე­გაც სხვა­ნა­ი­რად რომ გვე­მოქ­მე­და, რით შე­იძ­ლე­ბო­და ამ კოშ­მა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი მაქვს – აც­რით და მხო­ლოდ აც­რით! ამის და­წე­რის არც ნერ­ვი მქონ­და და არც დიდი სურ­ვი­ლი, მაგ­რამ უფრო მათ­თვის ვწერ, ვინც თა­ვად კონ­კრე­ტუ­ლად ფა­ი­ზერს ელო­და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში „ჩი­ნურს რო­გორ გა­ვი­კე­თებ“ მო­ტი­ვით და ამის მი­უ­ხე­და­ვად ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­მის­ვეს კი­თხვა – “დედა ექი­მი იყო და რა­ტომ არ აიც­რაო?” – ყვე­ლას ერ­თად გი­პა­სუ­ხებთ…

მერ­წმუ­ნეთ კო­ვი­დის სი­ვე­რა­გე პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვფიქ­რობ ზედ­მე­ტა­დაც დიდი სიმ­ძაფ­რით ჰქონ­და აღ­ქმუ­ლი, ვი­საც ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბა მა­ინც ჰქონ­და დე­დას­თან, და­მე­თან­ხმე­ბა. თავ­დაც­ვის მაქ­სი­მა­ლურ ზო­მებს იღებ­და, (დღემ­დე ვერ გაგ­ვი­გია რა მო­მენ­ტში და­ინ­ფი­ცირ­და), ვაქ­ცი­ნას მარ­თლა ცი­უ­რი მა­ნა­ნა­სა­ვით ელო­და და პირ­ვე­ლი­ვე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე – 6 აპ­რილს და­რე­გის­ტრირ­და ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე (ას­ტრა­ზე­ნე­კა სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით და ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით თა­ვი­დან­ვე გა­მო­ი­რი­ცხა საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე კო­ა­გუ­ლო­პა­თი­ის გამო), ჰოდა, ბე­დის ირო­ნი­ით, პირ­ვე­ლად მის ცხოვ­რე­ბა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე ხუთი დღით ადრე მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში სინ­კო­პეს (გუ­ლის წას­ვლა) გამო, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კი­დან მე­ო­რე დღეს – “ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ში­შით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კუ­რი შიში-ის დი­აგ­ნო­ზით” გა­მო­წე­რეს და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­დე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აც მის­ცეს. სა­ოც­რად შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო თავი ნა­ნატ­რი ვაქ­ცი­ნის არარ­სე­ბულ შიშს რომ მი­ე­წე­რა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­უქ­მე­ბაც არ სურ­და, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფორ­სი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მით შე­უდ­გა სწო­რი დი­აგ­ნო­ზის ძი­ე­ბას, რის­თვი­საც რე­ა­ლუ­რად შა­ბათ-კვი­რის გამო ორი დღე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი აც­რამ­დე.

სამ სხვა­დას­ხვა ნო­ზო­ლო­გი­ის ექიმ­თან ვი­ზი­ტი და სა­ბო­ლო­ოდ და­ნიშ­ნუ­ლი კტ კლე­ვა ორ დღე­ში ვერ ეს­წრე­ბო­და, ამი­ტომ და­ვი­წყეთ რეკ­ვა ცხე­ლი ხა­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი თუ სად­მე გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს კი­დევ არა­ერთ სტრუქ­ტუ­რა­ში რომ სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით, მხო­ლოდ ორი­ოდ დღით გა­და­ე­ვა­დე­ბი­ნათ ჩა­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი. თა­ვად 50 წლის უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის, ასა­კობ­რი­ვი რისკ – ჯგუ­ფის მქო­ნე ექი­მის­თვის. ბო­ლოს ყველ­გან რომ უარი მი­ვი­ღეთ იმ­დე­ნად მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო, მისი სა­ოც­რად მო­რი­დე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად ნაც­ნობ – მე­გობ­რებ­შიც სცა­და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ – პა­სუ­ხი ყველ­გან უარ­ყო­ფი­თი იყო. მა­შინ გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ვფიქ­რობ­დი ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა სის­ტე­მუ­რად , ყო­ველ­გვა­რი გა­დახ­ვე­ვის გა­რე­შე კეთ­დე­ბო­და და და­მა­ტე­ბით სხვა „უკა­ნო­ნო“ გზე­ბის ძი­ე­ბა აღარ მი­ფიქ­რია, რა­საც ალ­ბათ ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ თავს , მო­მა­ვალ­ში ბევ­რი ამა­ზე უა­რე­სი „გა­დაც­დო­მის“ შე­სა­ხებ გა­ვი­გე და ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რდა სი­ნა­ნუ­ლის და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც. სწო­რი დი­აგ­ნო­ზი – საყ­ლა­პა­ვის თი­ა­ქა­რი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სინ­კო­პე და­ის­ვა ზუს­ტად აც­რის დღეს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის არა­ნა­ირ უკუჩ­ვე­ნე­ბას ეს დი­აგ­ნო­ზი არ წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნა უკვე აღარ იყო. შემ­დეგ იყო მო­რი­გი დო­ზე­ბის შე­მოს­ვლის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლო­დი­ნი. მა­ი­სის თვე­ში სო­ნო­ფარ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უფრო „ეფექ­ტუ­რი“ ვაქ­ცი­ნის ლო­დი­ნი არ დაგ­ვი­წყია, მთე­ლი ოჯა­ხი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის ჩათ­ვლით ავი­ცე­რით, დე­დაც ჩა­წე­რი­ლი იყო ჩვენ­თან ერ­თად.

“ექ­სპერ­ტე­ბის“ რჩე­ვებს და მო­საზ­რე­ბებს, რომ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თათ­ვის ეს კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნა არა­ე­ფექ­ტუ­რია სამ­წუ­ხა­როდ, იზი­ა­რებ­და, მაგ­რამ „ფა­ი­ზე­რის“ ლო­დი­ნით დაღ­ლი­ლი უკვე ამა­ზეც თა­ნახ­მა იყო, მაგ­რამ აქაც ბე­დად ზუს­ტად რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ფა­ი­ზე­რის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში შე­მოს­ვლა­ზე და იმ ფაქ­ტით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბულ­მა რომ არა­ერთ კო­ვი­დი­ან­თან საკ­მა­ოდ ახლო კონ­ტაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად (პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სან­ტი­მეტ­რე­ბის მან­ძილ­ზე უწევ­და პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი), მისი თავ­დაც­ვის ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არა­ერ­თხელ გა­დარ­ჩე­ნილ­მა, კი­დევ ორი­ოდ კვი­რა კვლავ ჯი­უ­ტად ფა­ი­ზე­რის ლო­დი­ნი გა­და­წყვი­ტა, ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე…

რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ჩა­მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ – ერთ ბოლო სა­უ­ბარ­ში მი­თხრა, რო­გორ ვნა­ნობ რომ არ და­გი­ჯე­რე და “სი­ნო­ფარ­მით” არ ავი­ცე­რიო, იმა­ზეც სა­ოც­რად გულ­ნატ­კე­ნი იყო, რომ ორი დღე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­ვა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ბოლო დღემ­დე მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით ემ­სა­ხუ­რა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და, ცოტ- ცოტა ყვე­ლა­ფე­რი იყო – უიღ­ბლო­ბა, სი­ჯი­უ­ტე, ბი­უ­როკ­რა­ტია და ბევ­რი გა­უ­ფილტრა­ვი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც ერ­თი­ა­ნო­ბა­ში ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ასე რომ გე­მუ­და­რე­ბით აი­ცე­რით რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც იქ­ნე­ბა იმით, ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კა და ის­რა­ე­ლი არ არის, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა არ შეხ­ვდეს კონ­კრე­ტუ­ლად ფა­ი­ზე­რი, რა­საც ახერ­ხებს ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ისიც გა­საკ­ვი­რია. და­ი­ცა­ვით პირ­ველ რიგ­ში თქვე­ნი­ვე თავი და თუ ფიქ­რობთ რომ ახალ­გაზ­რდა და ჯან­მრთე­ლი ხართ და ვირუსს იო­ლად და­ა­მარ­ცხებთ, იმათ­ზე მა­ინც იფიქ­რეთ, ვინც თქვე­ნი მი­ზე­ზით, თქვენ­და უნე­ბუ­რად დე­და­ჩე­მის მსგავ­სად შე­იძ­ლე­ბა ამ ვე­რა­გი ვირუ­სის მსხვერ­პლად აქ­ცი­ოთ…” – წერს თა­მუ­ნა…

ასევე იხილეთ