“დარეკვა მინდოდა, თავი შევიკავე. ფეისბუკზე მის გვერდზე შევედი და უბედურება დამხვდა”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლადო ვართანოვი სამწუხარო ამბავს იუწყება. ამბობს, რომ საავადმყოფოში მასთან ერთად ახალგაზრდა კოვიდდადებითი კაცი იმყოფებოდა, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.

„საავადმყოფოში ჩემს გვერდით ჩემი ასაკის ბიჭი იწვა. გავიცანი, დავახლოვდით, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. სულ ვეხმარებოდი, ექიმს ვეძახდი, ჟანგბადის დარეგულირება ვისწავლე და როგორც მეტყოდა იმ დონეზე ვაყენებდი. სულ ვამხნევებდი. როცა მე გამომწერეს მითხრა, უშენოდ რა მეშველებაო, იყავი რა ცოტა ხანს კიდევო. მე ვუთხარი – შემპირდი, რომ მალე გამოხვალ ამ ჯოჯოხეთიდან მეთქი. კიო, გამოვალ, დაგირეკავ და აღვნიშნოთ გამოჯანმრთელებაო. სულ ვურეკავდი, ვკითხულობდი. დღეს დარეკვა მინდოდა, თავი შევიკავე. ფეისბუკზე მის გვერდზე შევედი და უბედურება დამხვდა. ვაჟა გუშინ გარდაცვლილა. ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი, ვერ აღგიწერთ.
ხალხო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო, მაგრამ ვერ მოასწრო საწყალმა. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებსაც. დღეში საშუალოდ 50 ადამიანი კვდება, ეს სახუმარო არ არის, არა!“, – წერს ლადო ვართანოვი.

ასევე იხილეთ