“ბევრი მეუბნებოდა შენ რად გინდა აცრა, მაინც არ გედებაო – მაგრამ მაინც ავიცერით!”

დეპუტატ ბექა ოდიაშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი ამბავი ბევრს მოგეხსენებათ, ნოემბერში ბავშვებს დაემართა კოვიდი, შევედი მათთან ერთად იზოლაციაში, მათი ჭიქით ვსვავდი წვენებს, ვეხუტებოდი, ვკოცნიდი … არ გადამედო 🤷‍♀️ მერე დედაჩემს, მამაჩემს, იკას და ბავშვებს ქონდათ, მათთანაც იგივენაირად და მაინც არ გადამედო, ერთ კონკრეტულ ადგილას 9 ადამიანი ვიჯექით, 8 დაინფიცირდა მე არა 🤷‍♀️ აღარ ვყვები რამდენჯერ ვიყავი იზოლაციაში ძალიან ახლო კონტაქტების გამო 🤷‍♀️ ასე იყო ბექაც 🤷‍♀️ ანტისხეულები არ გვაქვს, 8 სექტემბრიდან 3 დღეში თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვიტესტებით, უსიმპტომო რომ ვყოფილიყავით სადღაც მაინც გამოჩნდებოდა 🤷‍♀️
მოკლეთ არ ვიცი მართლა არსებობს თუ არა ის 20 % ვისაც არ ემართება, მაგრამ ჩვენი ამბავიც მაკვირვებს :)))
ბევრი მეუბნებოდა (მეც ვეთანხმებოდი) “შენ რად გინდა აცრა , მაინც არ გედება” – მაგრამ მაინც ავიცერით !
-ავიცერი იმიტო რომ ომი მოვიგოთ ….
-იმიტო რომ იქნებ 1 ადამიანისთვის მაინც გავხდე მაგალითი …
-ავიცერი იმიტო რომ ექიმები გვთხოვდენ, ექიმები რომლებსაც წელიწადზე მეტია ჩვენს გამო ოჯახები ყავთ მიტოვებული…
-იქნებ ერთ ექიმს მაინც შევუმსუბუქო შრომა …
– ავიცერი იმიტო რომ ადამიანები დაცულად გრძნობდნენ თავს ჩემთან ერთად
– იმიტო რომ მომენატრა ხალხთან ურთიერთობა
– ავიცერი რომ მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო!
– ავიცერი იმიტო რომ საჭიროა!
– ავიცერი იმიტო რომ სიცოცხლე მინდა !
ღმერთის ყველაზე მეტად მწამს და მეშინია, იმისიც მწამს რომ ღმერთს თუ არ უნდა ვაქცინაც არ იქნებოდა ….
ეშმაკი ვაქცინაში კი არ არის, ეშმაკი იქ არის
-სადაც ერთმანეთს არ ვინდობთ და ერთმანეთს ვჭამთ !
-სადაც სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება არ გვინდა !
-სადაც განვიკითხავთ !
-სადაც ერთმანეთის სტატუსებს ვუსაფრდებით !
– სადაც სხვას ფეხს ვუდებთ მასზე წინ რომ გავიქცეთ !
– სადაც ზურგს უკან ვჭორაობთ !
– სადაც ცილს ვწამებთ !
– სადაც სხვას (თუნდაც მტერი იყოს) ბოროტებას ვუსურვებთ !
– სადაც შურისძიების სურვილი გაჩნდება!
მეც ვიღაცისთვის ბნელი ვარ ან ნათელი, შტერი ან ჭკვიანი, ლამაზი ან მახინჯი მაგრამ არ მჯერა რომ არსებობდეს ერთი ადამიანიც კი ვინც ფიქრობს რომ ბოროტი ვარ, ხოდა ეს არის მთავარი ვეცადოთ ნუ ვიქნებით ბოროტები და ცალკეულ ბრძოლებსაც მოვიგებთ, ომსაც და იბერიაც გაბრწყინდება ! 🤩❤️
ეს არც ჭკუის დარიგებაში ჩამომართვათ და არც მოწოდებაში 🙏 (რა უფლება მაქვს!) უბრალოდ ჩემი მოკრძალებული აზრია, რომელიც მომინდა გამეზიარებინა ❤️
ჯანმრთელობას გისურვებთ ! 🙏
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ! “

ასევე იხილეთ