“როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით სრულად ვაქცინაციის პირობებში”

ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთი ქარ­და­ვა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ქეთი წერს, რომ ის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი იყო.

“რო­გო­რი იყო კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბა დელ­ტა შტა­მით ფა­ი­ზე­რი/ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში – ბევ­რს გა­ინ­ტე­რე­სებთ და ამი­ტომ ყვე­ლას ერ­თად გი­პა­სუ­ხებთ. გა­გი­ზი­ა­რებთ თუ რო­გორ იმუ­შა­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში. მე გა­ვი­კე­თე ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნა.

კო­რო­ნა-პო­ზი­ტივ­თან კონ­ტაქ­ტის მო­მენ­ტის­თვის აც­რი­ლი ვი­ყა­ვი 2 დო­ზით და მე­ო­რე დო­ზის შემ­დეგ გა­სუ­ლი იყო 14 დღე. კონ­ტაქ­ტი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, იყო ჩემი შვი­ლი და მას­თან ყოფ­ნის დროს სახ­ლში არ მე­კე­თა პირ­ბა­დე. ლი­ზას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ი­წყო ძლი­ე­რი კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სიმპტო­მე­ბით, რაც ყვე­ლას გვქო­ნია და კარ­გად ვი­ცით.

პირ­ველ დღეს ჰქონ­და სი­ცხე და თან პირ­და­პირ 39-ით და­ი­წყო ტემ­პე­რა­ტუ­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე 2 დღით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­სი­არ­მა ნე­გა­ტი­ვი აჩ­ვე­ნა. ტეს­ტი მგზავ­რო­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. აქ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ნე­გა­ტი­ვი აჩ­ვე­ნა სწრაფ­მა ტეს­ტმაც, რომ­ლის მი­მარ­თაც ნდო­ბაც და­მე­კარ­გა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად კო­რო­ნას და­დას­ტუ­რე­ბამ­დე ექიმ­მა გა­მო­უ­წე­რა ელექტრო­ლი­ტე­ბი და სი­ცხის დამ­წე­ვი. ტემ­პე­რა­ტუ­რამ არ და­იკ­ლო და გაგ­რძელ­და დი­ა­რეა, გუ­ლის­რე­ვა, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი.

(ლი­ზას აცრა 31 ივ­ლისს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ანუ სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე ვერ მო­ვას­წა­რით თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის გამო) კო­რო­ნა­ვირუ­სი­ის და­დას­ტუ­რე­ბას და არა­სა­სურ­ველ გზავ­ნილს მო­ბი­ლურ­ზე მოჰ­ყვა 10-მდე მე­სი­ჯი კო­რო­ნა­ვირუ­სის ცენ­ტრი­დან და დღე­ში 10 სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. პირ­ველ რიგ­ში გვირ­ჩევ­დნენ მშვი­დად ყოფ­ნას, გვიხ­სნიდ­ნენ წი­თე­ლი ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სირ­თუ­ლე­ებს, სი­თხის მი­ღე­ბას, დღე­ში 10000 ნა­ბი­ჯის გავ­ლას, მუ­ცელ­ზე წო­ლას და ზურ­გზე წო­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას, ც ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბას, ძი­რი­თა­დად თევ­ზე­უ­ლის შე­ტა­ნას დღი­ურ რა­ცი­ონ­ში და კონ­ტაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას. ლი­ზას­თან კონ­ტაქ­ტის გამო მი­ვი­ღე სპე­ცი­ა­ლუ­რი კოდი ტეს­ტის 2-ჯერ ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

პირ­ველ ტესტზე პა­სუ­ხი იყო ნე­გა­ტი­უ­რი-კო­რო­ნა FREE. ჰო, და­მა­ვი­წყდა მეთ­ქვა, ლი­ზი­კოს პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ოჯახ­ში ყვე­ლამ 2 პირ­ბა­დე გა­ვი­კე­თეთ და ლიზი ცალ­კე ოთახ­ში გა­მოვ­კე­ტეთ. ბელ­გი­ა­ში კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ე­ბის სის­ტე­მა არ არის და პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სა­ა­ვად­ყო­ფო­ში მხო­ლოდ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დაჰ­ყავთ, ვი­საც მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, თან­დარ­თუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა. შ აქვთ. კო­რო­ნა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი იყო ჩემი მე­უღ­ლის პა­სუ­ხიც. მიშ­კა აც­რი­ლია ას­ტრა­ზე­ნე­კას 2 დო­ზით. მე­ო­რე დო­ზი­დან 2 კვი­რა იმ მო­მენ­ტის­თვის გა­სუ­ლი არ იყო.

ნე­გა­ტი­ურ­მა პა­სუხ­მა გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ კო­ვი­დი თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ. გა­ვაგ­რძე­ლეთ რე­ცხვა, ხეხ­ვა, დე­ზინ­ფექ­ცია და იზო­ლა­ცია. მე კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მი­დას­ტურ­და გან­მე­ო­რე­ბით ტესტზე 7 დღის შემ­დეგ და მიშ­კას პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი­დან მე-17 დღეს. ჩვე­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სო­ბა თით­ქმის ერ­თნა­ი­რად წა­რი­მარ­თა. გვქონ­და გრი­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: სურ­დო, ცე­მი­ნე­ბა 100/ 200 ჯერ გან­სა­კუთ­რე­ბით დი­ლის სა­ა­თებ­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­მა­წუ­ხა თვა­ლე­ბის ტკი­ვილ­მა, წვამ, ქა­ვილ­მა და შე­შუ­პე­ბამ, რო­მე­ლიც ბოლო დღემ­დე გაგ­რძელ­და. ერთი დღეც კი არ მქო­ნია სი­ცხე, სი­სუს­ტე, სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, გულ­მკერ­დის არე­ში სიმ­ძი­მე ან თა­ვის ტკი­ვი­ლი. ანა­ლო­გი­უ­რად იყო ოჯა­ხის ას­ტრა­ზე­ნე­კით აც­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი. ლი­ზი­კო­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით და კა­რან­ტინ­ზე, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეგ­ვი­ზღუ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე ცუდი მხა­რე ში­შია. კო­ვი­დი მე­სი­ჯის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გრთგუ­ნავს. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სი არაა, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა დღეს კარ­გად იყო და ხვალ ან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დამ­ძიმ­დე. სა­კუ­თარ თავს აკ­ვირ­დე­ბი და ეს მო­ნი­ტო­რინ­გი ჭკუ­ი­დან გშლის. მოქ­მე­დებს რაც კო­ვიდ­ზე ნა­ნა­ხი, წა­კი­თხუ­ლი, მოს­მე­ნი­ლი, გა­გო­ნი­ლი გაქვს. უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მოს­ვე­ნე­ბას არ გაძ­ლევს და თავ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გიტ­რი­ა­ლებს .ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა იქ­ნე­ბო­და და არც კი მინ­და ვი­ფიქ­რო. ვაქ­ცი­ნამ დაგ­ვიც­ვა ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბის­გან და ფა­ი­ზე­რი/ას­ტრა­ზე­ნე­კას გამო ასე გა­და­ვი­ტა­ნეთ 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ხა­დი.

მი­ლი­ონ­ჯერ შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ვაქ­ცი­ნა­ზე დრო­უ­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის და ბელ­გი­ის სა­ხელ­მწი­ფო ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. კო­რო­ნა­ვირუსს დავ­ხვდით ძლი­ე­რი ფა­რით და ეს ფარი ვაქ­ცი­ნაა. ვაქ­ცი­ნა გვი­ცავს ჩვენ, გი­ცავთ თქვენ და ვაქ­ცი­ნამ პან­დე­მია უნდა და­ას­რუ­ლოს. მი­ვი­ღე უამ­რა­ვი წე­რი­ლი და ბევ­რი იმა­საც მწერ­და, რომ აი, მე – ორ­ჯერ აც­რილს მა­ინც შემ­ხვდა კო­რო­ნა და რის­თვის ვიკ­ლავ­დი თავს ვაქ­ცი­ნა­ზე. ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, აცრა გვი­ცავს 94% – ით. წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვის და ვაქ­ცი­ნის გამო ივ­ლი­სამ­დე კო­რო­ნა ვერ მო­მე­კა­რა.

ნუ, რო­დე­საც უკვე სახ­ლში მეწ­ვია, მა­შინ გარ­და­უ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ვაქ­ცი­ნის გამო არ მოვ­ხვდი სა­ა­ვად­ყო­ფო­ში და ვარ ცო­ცხა­ლი. აი­ცე­რით დრო­უ­ლად ყვე­ლა, ვი­საც გიყ­ვართ სი­ცო­ცხლე და ერ­თად და­ვას­რუ­ლოთ ეს ომი. ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კო­რო­ნა არ უნდა იყოს… გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და პან­დე­მი­ის დროს სწორ მხა­რეს ყოფ­ნას…. სწორ არ­ჩე­ვანს და თქვენ­თვის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მსოფ­ლი­ო­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 4.58 მი­ლი­არ­დი დოზა. დღეს­დღე­ო­ბით დღე­ში 36.2 მი­ლი­ო­ნი დო­ზის გა­მო­ყე­ნა ხდე­ბა.

ირ­წმუ­ნე მეც­ნი­ე­რე­ბის და ანდე მკლა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლეს გჩუქ­ნი­ან. გახ­სოვ­დეთ, აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მკვლე­ლია!!!!” – წერს ქეთი ქარ­და­ვა.

ასევე იხილეთ