ნახეთ სოფო შევარდნაძის მდიდრული ბინა მოსკოვში

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს და ამბობს, რომ ასეთიც უნდოდა. 

თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ. მისი ფართი 76 კვადრატული მეტრია. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი.

რამდენიმე თვის წინ სოფო შევარდნაძე დედაც გახდა.

სოფიკოს ძველი ბინიდან ფორტეპიანო დარჩა. „რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში”, – ამბობს სოფიკო.

ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული.

„ბავშვობა საქართველოში გავატარე და ბავშვობის ნივთები იქ მაქვს. არ მიყვარს ნივთების თან ტარება. ამ ბინაში ყველაფერი ახალია, ამ ფორტეპიანოს გარდა, რომელიც ძველი მობინადრეებისგან დარჩა”.

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო.

გამოცემა „Shin.ge“ ავრცელებს შევარდნაძის ბინის ფოტოებს, რომელიც მოსკოვში აქვს.

 

ასევე იხილეთ