“მამასთან ურთიერთობა რომ გამეგრძელებინა ოჯახს დავკარგავდი…“

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ მამა მოხუცთა თავშესაფარში მიიყვანა. მამამის დე­მენ­ცია აქვს, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს – ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს.

ტელეწამყვანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოხუცთა თავშესაფარსა და მამის შესახებ.

„ამ ყველაფერს დასჭირდა ძალიან დიდი გამბედაობა, მაგრამ გავიარე ეს ყველაფერი. სხვათა შორის, მოხუცთა თავშესაფარში უამრავი ცნობილი სახის ნათესავები არიან, უბრალოდ ისინი ამაზე ხმაამღლა არ საუბრობენ. მე გამოვდექი ის ერთადერთი, რომელმაც ამაზე ხმამაღლა ისაუბრა. მამა მარტო ცხოვრობდა, მე კი არ მქონდა პირობები. ჩემთან რომ გადმომეყვანა, ან მე გადავსულიყავი. თავიდან დამხმარე ქალი ავიყვანე. მაგრამ ვერ გავწვდი. მწერდნენ, მე წამოვიყვან შენს მამას პანსიონიდან და მე მივხედავო.

დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა, ეს რომ არ გამეკეთებინა. მე რომ მამასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა, გავაფუჭებდი ჩემს შვილთან ურთიერთობას, დავანგრევდი ოჯახს. ახლა მამა კარგადაა, ახლა კაცი არის ბედნიერი. სწორედ იმ ადამიანებმა ვერ გამიგეს, ვისაც არ ჰქონია შეხება „დემენციასთან“. ძალიან რთულია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. გამუდმებით ფიქრი, ხომ არ დამრჩა სახლში ფანჯარა ღია, ხომ არ დამრჩა ასანთი, მისი ქუჩაში ძებნა, ერთი და იმავეს ასჯერ გამეორება და მოსმენა…“ – განაცხადა გადაცემა „ვიზიტორში“ ნანიკო ხაზარაძემ.

ასევე იხილეთ