“ალკოჰოლი არ გინახავთ თქვე დალოცვილებო? დასალევად ჩახვედით მანდ, რა გჭირთ?”

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტოკიოში მომხდარ ამბავს ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ტოკიოში ქართველი პარაოლიმპიური სპორტსმენი სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით დააკავეს.

„უბრალოდ, ადამიანმა რა უნდა თქვა არ იცი.
ეს თავის შერცხვენაც აღარ არის.

ალკოჰოლი არ გინახავთ თქვე დალოცვილებო?
დასალევად ჩახვედით მანდ, რა გჭირთ?

„ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარაოლიმპიური სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელიც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული.

რაც ქართველთა გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როდესაც სასტუმროს მცველი, რომელიც 60 წლისაა, ცდილობდა ისინი გაეჩუმებინა და თავიანთ ოთახებში დაებრუნებინა, ძიუდოისტმა ის იატაკზე დააგდო.

სასტუმროს თანამშრომელს ნეკნის მოტეხილობა აქვს.

პოლიციამ დაჰკითხა ძიუდოისტი, რომელმაც აღიარა, რომ ის და მისი კოლეგები ალკოჰოლს სვამდნენ.

პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, რომ ძიუდოისტებს, სავარაუდოდ, სამშობლოში დააბრუნებენ“,- წერს გიგაური.

ასევე იხილეთ