“გთხოვთ, არ გაეკაროთ ამ უვიცების ხროვას… მკლავდნენ, მაგრამ გადავრჩი“

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ტაბიძე მძიმე ისტორიას იხსენებს. ამბობს, რომ გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდგომ  სეფსისი დაემართა, თუმცა ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.

გასული თვის 19 ივლისს, ვიმშობიარე Gagua Clinic -ში. ალბათ მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება ის ჯოჯოხეთური დღეები, რაც იქ გავიარე. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ მათ დაუდევრობაზე. საკეისრო კვეთის შემდგომ დამეწყო კანკალი, მაღალი ტემპერატურა 41.5 – გრადუსამდე, მთელ სხეულში მქონდა კრუნჩხვითი შეგრძნებები, კანი მიჭრელდებოდა, მტკიოდა მთელი სხეული გაუსაძლისად. ვთხოვდი, რომ დამხმარებოდნენ ისინი კი მეუბნებოდნენ, რომ ნერვული შემოტევა მქონდა და თავი ხელში ამეყვანა. საბოლოოდ ტირილისგან, ტკივილისგან დაღლილს ძალა მერთმეოდა და უბრალოდ უგონო მდგომარეობამდე მივდიოდი. მაღალი ტემპერატურა გამიგრძელდა 3 დღე, დღითი დღე ვუარესდებოდი ისინი კი, სათითაოდ ყველა, მარწმუნებდა, რომ ეს იყო მშობიარობის შემდგომი სტრესი, ზოგი მკერდს აბრალებდა, ზოგი ნერვებს, ზოგიც კი მეუბნებოდა, რომ წამოვსულიყავი სახლში და უბრალოდ კარგად მეკვება. უაზროდ მჭყიპავდნენ რინგერით და ფიზიოლოგიურით, რის შედეგადაც საშინლად და წარმოუდგენლად შემიშუპდა მთელი სხეული, თითქმის გადაადგილება მიჭირდა შეშუპებისგან, ვითომ ინფექციონისტი, ვინმე ქალბატონი ნინო, შემობრძანდებოდა დამხედავდა და დიაგნოზს მისვამდა, რომ არაფერი მჭირდა და გამივლიდა, დრო მჭირდებოდა. ამ ყველაფრის გარდა, მათ ბავშვთა ოთახში ხდება საშინელება. 24 საათი ტირიან ბავშვები, ხშირად ოთახში არავინაა. ორჯერ მივუსწარი ბავშვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ერთხელ ხელთათმანი ჰქონდა შეტენილი პირში, რის გამოც ხმამაღალი ყვირილი დავიწყე, ისტერიკები დამემართა, რომ ბავშვი მეგუდება-მეთქი. მათ კი ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ სამედიცინო საწოვარა ჰქონდათ გაკეთებული ხელთათმნით)) არ ვიცი ეს რა არის))) მეორედ კი საჭმელი ამოქარვებული ჰქონდა და ორივე ხელი პირზე აფარებული, ოთახში კი კვლავ არავინ დამხვდა. მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, 37 სიცხით გამწერეს სახლში და მითხრეს, რომ 37 სიცხე არ იყო.. სახლში მისვლიდან 2 საათში დავმძიმდი, ტემპერატურა ამეწია და პულსაცია თითქმის აღარ მქონდა. გადავედით ისევ გაგუას კლინიკაში, ვინაიდან სხვა კლინიკაში ჩემი გადაყვანა, ცხელების გამო, შეუძლებელი იყო, სხვა გზა არ დამრჩა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს და მხოლოდ გადარჩენა მინდოდა… ჩემმა აყვანილმა ნაქებარმა მეან გინეკოლოგმა, გოგა ნიქაბაძემ გამსინჯა და ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და კარგად მეკვება))) წამოვედით კლინიკიდან სრულიად არაადეკვატური სახით, შეშუპებული და ამდენი ცუდად ყოფნისგან დაღლილი… პირდაპირ წავედით ინფექციურ საავადმყოფოში, გაგუადან გამოწერიდან მაქსიმუმ 1-2 საათში მითხრეს, რომ მქონდა სეფსისი, უკვე საკმაოდ რთულად… მე და ჩემი მეუღლე აღმოვჩნდით ამ საშინელი რეალობის წინაშე. მივხვდი, რომ გამოსავალი არ არსებობს, უნდა გადარჩე! სახლში სულ რამდენიმე დღის პატარა მელოდებოდა.. 13 დღე ვიყავი ინფექციურ საავადმყოფოში და გულახდილად ვამბობ, 13 საშინელი ღამე გავიარე ამ რეალობის წინაშე…. გაგუას კლინიკას დაუკავშირდნენ ჩემი ოჯახის წევრები. ჩემმა მეან გინეკოლოგმა იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა, არც კი მოვუკითხივარ. ერთმანეთს დაუწყეს დაბრალება, მეანი ინფექციონისტს აბრალებდა, ინფექციონისტი თავს არიდებდა კითხვებს და ასე შემდეგ… გამომწერეს რამდენიმე დღის წინ და ჯერ კიდევ რთულ გზას გავდივარ, მაქვს საშინელი სტრესი, ყველა ღამეს მესიზმრება ის ჯოჯოხეთი… უბრალოდ წარმოუდგენელია ადამიანებს ასე როგორ იმეტებენ სასიკვდილოდ, ისე როგორც მე… უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალების გუნდია შეყრილი იმ სასაკლაო კლინიკაში, რომლებმაც სიკვდილამდე მიმიყვანეს და ფეხებზე დამიკიდეს! გთხოვთ, არ გაეკაროთ ამ უვიცების ხროვას, სადაც ხმა მიმიწვდება ყველასთან მოვყვები, რომ მკლავდნენ, მკლავდნენ მაგრამ გადავრჩი და არ გავჩუმდები! ვისაც შეგიძლიათ გააზიარეთ პოსტი, რომ ბევრმა ადამიანმა აარიდოს თავი მკვლელებს”,- წერს მარიამ ტაბიძე.

ასევე იხილეთ