სოფო ბათილაშვილი კოვიდინფიცირებულია

მომღერალი სოფო ბათილაშვილი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ მან   სოციალურ ქსელში დაწერა.

„მე-5 დღე სრულდება სიმპტომების დაწყებიდან და უკვე კარგად ვგრძნობ თავს!

მქონდა დაბალი სიცხეები, პერიოდულად სუნთქვის გაძნელება, შიგადაშიგ ტკივილები.
ვიდრე დადებითი პასუხი მომივიდოდა, საქმე წინ წავიგდე და თავიდანვე გავითვალისწინე რეკომენდაციები. მთელი ეს დრო, შემეძლო თუ არ შემეძლო, ვიყავი მაქსიმალურად აქტიურად. ვიმზადებდი წვნიანებს, ჩაის ლამის ყოველ საათში ერთხელ. ვხატავდი, დავდიოდი ოთახში, ბოლოს ბუშტის ბერვაც გავიჰობე… მოკლედ, განწყობასა და შემართებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული და თქვენმა თანადგომამ კიდევ უფრო ბევრი მოტივაცია და კარგი განწყობა მაჩუქა. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ, თითოეულს!
უნდა ვთქვა, რომ ვაქცინის გაკეთების სისწორეში საბოლოოდ დავრწმუნდი, რადგან ის რაღაცები, რაც ამ დღეებში გამოვიარე, მომენტებში იმდენად რთული ასატანი იყო, ვფიქრობდი, მაგ ყველაფერს რომ ხანგრძლივი და უფრო მძიმე ხასიათი ჰქონოდა, ძალიან ძალიან გამიჭირდებოდა.
კიდევ ერთხელ და სულ მუდამ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამხნევებისთვის და ესეთი თანადგომისთვის!
ძალიან მიყვარხართ!
გაუფრთხილდით თავებს“, – წერს სოფო ბათილაშვილი.
ასევე იხილეთ