“მისი მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ ლადო ბიბილეიშვილი ცოცხალია”

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ექიმი ლადო ბიბილეიშვილი არ გარდაცვლილა და ის ცოცხალია.

„ლადო ბიბილეიშვილი დათო თარხან- მოურავის და ჩვენი უახლოესი მეგობარია. კი, მისი მდგომარეობა უმძიმესია და ექიმები იმედს ვერ იძლევიან, მაგრამ ლადო ცოცხალია. ვცდილობთ რაღაცის გაკეთებას. შეიძლება, ვერც ვერაფერი გავაკეთოთ, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოები გარდაცვლილად რომ აცხადებენ, ეს ზნეობრივი არაა. ცოცხალ კაცზე წერდე, რომ გარდაცვლილია, არც ნორმალურია, არც ადამიანური, არც ქრისტიანული”, – წერს ირმა ინაშვილი.

P.S ჩვენმა სააგენტომაც, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ექიმის გარდაცვალების შესახებ, თუმცა, გარკვევისთანავე, ამბავი წაშლილი იქნა ჩვენი პლატფორმიდან. რისთვისაც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

ასევე იხილეთ